მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

„მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ფუტკრის მოვლა-შენახვის მდგომარეობის ნორმალიზაცია და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე თაფლის მწარმოებლებისთვის მდგრადობის ხელშეწყობა და წარმოების მართვის პროცესების გაუმჯობესება.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას ერთი სკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით.

ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5,000 ლარს.

დასაფინანსებელი სკის მახასიათებლები და პარამეტრები:

  1. დაფინანსდება სკები (ჩარჩოების გარეშე) - ლანგსტროტ რუტის, 3 ძირითადი კორპუსით ( 10 ჩარჩოიანი ზომის)
  2. დადან ბლატოს, 2 ძირითადი კორპუსით (10 ჩარჩოიანი ზომის), რომელზეც მითითებულია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

პროგრამა ხორციელდება ქვეყნის მაშტაბით

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

მეფუტკრეობის მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობები

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ/ფიზიკურ პირს, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

შენიშვნა : პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება კოოპერატივები.

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • პოტენციური ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (სამეწარმეო სტატუსის შემთხვევაში);
  • ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან
  • სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) შესაბამისად გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობად რეგისტრაციისა და არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახის (არანაკლებ 10 სკის) ფლობის ფაქტს;
  • ინვოის(ებ)ი ან/და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტები, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
image
პროგრამის განხორციელების ვადები:

მიმდინარე

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირდება ვებ გვერდზე
2განაცხადის შევსება და გაგზავნა
3განაცხადის და წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა პროგრამის პირობებთან
4ხელშეკრულების გაფორმება